მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო), ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ალგეთის ნაპირერზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარნეულში არის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის რეზიდენცია.
მარნეულში ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12°C, იანვარში 0°C, ივლისში 23,9°C. აბსოლუტური მინიმალური — 25°C, აბსოლუტური მაქსიმალური 40°C. ნალექები 500 მმ წელიწადში.
დიდ დასახლებად იქცა სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რითაც ბოლოვდებოდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივი მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და საგზაო კვანძი. XII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, შემდგომში, დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. 1947 წელს აღადგინეს ძველი ქართული სახელწოდება მარნეული. მარნეულის ტერიტორიაზე შემორჩენილია მეგალითური ხანის ციხის ნაშთები და ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია.
2019 წლის სექტემბერში ყოფილი სამხედრო ქალაქის დასახლებაში ჯვართამაღლების სახ.ეკლესია გაიხსნა ( იხ.ფბ-ზე ალილო მარნეულში ).
მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო), ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ალგეთის ნაპირერზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარნეულში არის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის რეზიდენცია.
მარნეულში ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12°C, იანვარში 0°C, ივლისში 23,9°C. აბსოლუტური მინიმალური — 25°C, აბსოლუტური მაქსიმალური 40°C. ნალექები 500 მმ წელიწადში.
დიდ დასახლებად იქცა სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის...
Recent city comments: